WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS...

38
.ძოძუაშვილი 2011 WINDOWS

Transcript of WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS...

Page 1: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

 

 

 

 

ა.ძოძუაშვილი   

2011

 

 

     WINDOWS  

Page 2: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 2 

 

შესავალი

თქვენ ახლა იწყებთ კომპიუტერის შესწავლას? განცვიფრებთ ის, რასაც ის აკეთებს და გინდათ თქვენც იცოდეთ მისი ფართო გამოყენება? მაშინ თქვენ სწორ გზაზე დგახართ. ეს დამხმარე სახელმძღვანელოს შესავალი ნაწილი უპასუხებს შემდეგ კითხვებს: რას წარმოადგენს კომპიუტერი, რა ტიპის კომპიუტერები არსებობს და რის გაკეთებას შეძლებთ მათი დახმარებით.

რას წარმოადგენს კომპიუტერი ?

კომპიუტერი არის მოწყობილობა, რომელიც ასრულებს რაიმე დავალებებს ან გამოთვლებს მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციების (პროგრამის) შესაბამისად. პირველი ელექტრონული კომპიუტერები, რომლებიც გასული საუკუნის 40-იან წლებში შეიქმნა, წარმოადგენდნენ ძალზე დიდი ზომის მანქანებს, რომლებსაც ემსახურებოდა ადამიანთა მთელი გუნდი. დღევანდელი კომპიუტერები სოცარი მოწყობილობებია არა მარტო ასიათასჯერ მეტი სწრაფქმედებით, არამედ თავიანთი ზომებით. ისინი შეიძლება განთავსდნენ:

1) თქვენს სამუშაო მაგიდაზე (Desktop),

2) თავისუფლად განთავსდნენ ”კალთაში” (Laptop),

Page 3: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 3 

 

3) ზოგიერთები შეიძლება ჩაიდოთ ჯიბეში (Handheld და Tablet)

1) Desktop ტიპის კომპიუტერები სხვა ტიპის პერსონალური კოპიუტერებთან შედარებით უფრო მძლავრები, დიდი ზომისანი (სამუშაო მაგიდაზე განთავსდებიან), რამდენიმე ცალკეული კომპონენტისაგან შედგებიან:

ა) სისტემური მოწყობილობა (ძირითადად ოთხკუთხედი ფორმის ყუთი, რომელიც განთავსებულია ან ზედ სამუშაო მაგიდაზე ან მის ქვემოთ).

ბ) მონიტორი, გ) მაუსი (mouse) დ) კლავიატურა.

2) Laptop კომპუტერი მსუბუქი და მობილური სახის, ეკრანთან ერთად აწყობილი პერსონალური კომპიუტერია, რომელსაც შუძლია იმუშაოს კვების ელემენტებზე. თავისი პატარა ზომის გამო მას ხშირად ”ბლოკნოტსაც” უწოდებენ.

Page 4: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 4 

 

3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი, რომელსაც ასევე ეძახიან ციფრულ პერსონალურ თანაშემწეს, არის კვების წყაროზე მომუშავე, დაბალი წარმადობის (შედარებით Desktop და Laptop -თან). იგი გამოიყენება ძირითადად შეხვედრების დასაგეგმავად, ტელეფონის ნომრებისა და მისამართების დასამახსოვრებლად, თამაშებისათვის. კლავიატურის ნაცვლად იყენებს ე.წ. შეხების ეკრანს (touch screen), რაზედაც ზემოქმედება ხორციელდება თითის ან სპეციალური კალმის მეშვეობით.

4) ტაბლეტის ტიპის (Tablet) პერსონალური კომპიუტერი თავისი თვისებებითა და შესაძლებლობებით მდებარეობს Laptop -სა და handheld -ს შორის. ინფორმაციის ჩაწერა აქ სპეციალური კალმის საშუალებით ხორციელდება. ხელით ჩაწერილი ტექსტის კონვერტირება ხდება დასაბეჭდ ტექსტად.

ყველა ჩამოთვლილი კომპიუტერის გამოყენებით შესაძლებელია კავშირი დამყარდეს კავშირი (ინტერნეტის საშუალებით) მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ადმიანებთან და მოიპოვოთ ინფორმაციის თითქმის შეუზღუდავი რაოდენობა.

Page 5: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 5 

 

კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები

სისტემური ბლოკი

სისტემური ბლოკი (მოწყობილობა) წარმოადგენს კომპიუტერული სისტემის ძირიდად ბირთვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ელექტრონული ნაწილი სისტემური ბლოკისა ცენტრალური პროცესორული მოწყობილობა (CPU- Central Processing Unit) ანუ მიკროპროცესორია, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც კომპიუტერის ”ტვინი”. სხვა მნიშვნელოვანი მოწყობილობაა ე.წ. ოპერატიული მეხსიერება (RAM – Random access memory),

Page 6: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 6 

 

რომელიც დროებით იმახსოვრებს ინფორმაციას იმ ინფორმაციას, რომელსაც CPU იყენებს კომპიუტერის ფუნქციონირებისას. ოპერატიულ მეხსიერებაში მყოფი ინფორმაცია იშლება კომპიუტერის გამორთვისას. თითქმის ყველა სხვა კომპიუტერის შემადგენელი მოწყობილობები მიერთებული არიან ცენტრალური პროცესორულ მოწყობილობასთან (CPU) სპეციალური პორტების მეშვეობით. ის მოწყობილობები, რომლებიც არ არიან CPU- ს ნაწილი ცნობილი არიან პერიფერიული მოწყობილობების სახელით.

მყარი დისკო

კომპიუტერის მიერ გამოყენებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილის (პროგრამების და ფაილების) დასამახსოვრებლად გამოიყენება ე.წ. მყარი დისკო. მყარი დისკო შეიძლება იყოს რამდენიმე, როგორც ფიზიკურად ისე ვირტუალურად (ე.წ. დაყოფის წესით მიღებული).

მყარი დისკო როგორც წესი იმყოფება ცენტრალური პროცესორული მოწყობილობის შიგნით.

კომპაქტური დისკური მოწყობილობა

თანამედროვე კომპიუტერები აღჭურვილნი არიან კომპაქტური დისკური CD მოწყობილობით.

Page 7: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 7 

 

ეს მოწყობილობა განლაგებულია სისტემური ბლოკის წინა მახარეს. თუ ჩამწერი დისკო გაქვთ, შესაძლებელია საჭირო ფაილების დისკოზე დამახსოვრება. DVD (Digital Video Drive ) მოწყობილობის შემთხვევაში შესაძლებელია ფილმებისა და სხვა ვიდეო ფაილების დათვალიერება , ჩაწერა-გადაწერა.

მაუსი

მაუსის შესაძლო მიმმართველები

სტანდარტულ ი მაუსის მარცხენა (პირველადი) ღილაკი ემსახურება: დაფიქსირებას, მონიშვნას, ჩავლებას და გადატანას. მარჯვენა (მეორადი) ღილაკი

Page 8: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 8 

 

განკუთვნილია კონტექსტური მენიუსა და სპეციალური გადატანისათვის (გადატანის დროს გამოჩნდება კონტექსტური მენიუ). მაუსის შუაში მდებარე პატარა ბორბალის საშუალებით შესაძლებელია ეკრანული ინფორმაციის სწრაფი გადახვევა - დათვალიერება (Scroling).

შეიძლება შემოვიღოთ სპეციალური სიმბოლოები მაუსის სხვადასხვა ოპერაციების აღნიშვნის მიზნით:

• მაუსის მარცხენა ღილაკზე ერთხელ დაჭერა (დაწკაპუნება) - (L) ;

• მაუსის მარცხენა ღილაკზე ორჯერ დაჭერა (დაწკაპუნება) - (W) ;

• მაუსის მაჯვენა ღილაკზე ერთხელ დაჭერა (დაწკაპუნება) - (R) ;

ასეთი სიმბოლოების შემოღება გვიადვილებს (კომპაქტურს ხდის ჩაწერას) ცალკეულ ოპერაციათა აღწერას. როგორ გავაადვილოთ ასეთი სიმბოლური ჩაწერა? ვიყენებთ ავტოკორეკციის სამსახურს:

1. თავიდან შევქმნით სიმბოლოს, მაგალითად (L) სიმბოლოების ჩასმის სამსახურიდან (Insert/Simbol . . .);

2. მოვნიშნოთ ეს სიმბოლო;

3. → Word Options → Proofing →Autocorrect Options

Page 9: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 9 

 

მივიღებთ ასეთ სურათს. ფანჯარაში With (რით შევცვალოთ) ჩანს მონიშნული სიმბოლო. არეში Replase შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენთვის სასურველი სიმბოლო (სიმბოლოები), ამ მაგალითში - L .

4. Add → Ok →Ok

ამ ოპერაციათა თანმიმდევრული შესრულების შემდეგ ყოველთვის როცა გვინდა სიმბოლო (L) შევიტანოთ, საკმარისია ჩავბეჭდოთ სიმბოლო L.

ქვემოთ მოყვანილია მაგალითი, სადაც მითითებულია ოპერაციათა თანმიმდევრობა მაუსის მახასიათებლების (Mouse Properties) დასაყენებელი დიალოგური ფანჯრის გამოსატანად:

(L) → → Control Panel → (W) → Mouse გაიხსნება ქვემოთ მოცემული დიალოგური ფანჯარა - Mouse Properties (მაუსის მახასიათებლები) →Butons

ღილაკების კონფიგურაციის შეცვლა საჭიროა მაგალითად ცაციასთვის. ორმაგი დაჭერის სიჩქარის რეგულირება საჭიროა, როცა დამწყებს უჭირს ამ მანიპულაციის შესრულება. სწორედ ამისათვისაა

Page 10: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 10 

 

ტესტი (ფოლდერზე ორი წკაპი -click).

კლავიატურა 

 

 

 

 

კომპიუტერის კლავიატურა შედგება ალფავიტურ-ციფრული ღილაკებისგან და ცალკეულ ბრძანებათა შემსრულებელი ღილაკებისაგან.

ავხსნათ რამდენიმე კლავიშის ფუნქციები:

• ღილაკი Esc (Escape) - შეწყვეტს რაიმე ფუნქციის ან მოქმედების შესრულებას. ერთი მაგალითი ღილაკი Escape - ის მოქმედებისა არის: როცა კომპიუტერი უეცრად

Page 11: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 11 

 

შეწყვეტს ფუნქციონირებას (”დაეკიდება”) კლავიშა Escape -ით შესაძლებელია რეზიუმირება (ინფორმაციის მიღება) მიმდინარე პროცესის შესახებ (თუ რა მოხდა).

• ფუნქციონალური კლავიშები F1, F2, და ა. შ. F12 ემსახურებიან სპეციფიურ ბრძანებების შესრულებას, მათ შორის მომხმარებლის მიერ დანიშნულს. აქედან F1 დახმარების მიღების კლავიშაა. F4 წინა ოპერაციას იმეორებს, F5 გამოიტანს დიალოგურ ფანჯარას: GoTo, Find, Replace ;

• ღილაკი Print Screen ეკრანს ”გადაუღებს სურათს”- (ბუფერში აგზავნის); • Scroll Lock სწრაფად ”გადაახვევს” ინფორმაციას; • Pause/Break - პროცესის დროებით შეჩერება; • Control (Ctrl), Alternate (Alt), და Shift კლავიშები გამოიყენებიან სხვა კლავიშებთან

ერთად. მაგალითად Ctrl+s დაიმახსოვრებს ფაილს- ბრძანება Save;

• Backspace - შლის სიმბოლოს კურსორის მარცხნივ.

განვიხილოთ კომპიუტერის ზოგიერთი აპარატურული ნაწილები, რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს მომხმარებლისათვის ცალკეული ნაწილების შეერთების დროს. თუ შევხედავთ კომპიუტერის სისტემური ბლოკის წინა მხარეს იგი ასე გამოიყურება:

1. ძაბვის ჩამრთველი ღილაკი; 2. CD-ROM (Compact Disk Read-Only Memory)-დისკის

მმართავი მოწყობილობა; 3. ჩამწერი დისკის (CD writer) მოწყობილობა; 4. ციფრული ჩამწერის-DVD (Digital Versatile Disc)

მოწყობილობა ; 5. ჩასართველი (ბუდე) –USB (Universal Serial Bus);

თუ შევხედავთ კომპიუტერის სისტემური ბლოკის წინა მხარეს იგი ასე გამოიყურება:

Page 12: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 12 

 

ჩვენ ვხედავთ სიტემურ ბლოკთან მისაერთებელ ბუდეებს (Ports), რომლებიც სხვადaსხვა სახისაა:

1. PS/2 - მაუსისა და კლავიატურის; 2. Ethernet - ქსელური (მოდემის ან ტელეფონის, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას

ინტერნეტისათვის; 3. აუდიო სიგნალის ბუდეები - Audio In/Audio Out ; 4. მონიტორის შესაერთებელი - VGA; 5. USB (Universal Serial Bus) -უნივერსალური სერიული სადენი - სხვადასხვა

მოწყობილობათა მისაერთებლად 6. სერიული ბუდე მოდემისა და სხვა მოწყ. მისაერთებლად. 7. პარალელური ბუდე - ზოგადად ცნობილია, როგორც საბეჭდი მოწყობილობის

შესაერთებელი ბუდე; 

საბეჭდი მოწყობილობა

Page 13: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 13 

 

ყურსასმენები

 

 

 

 

 

 

ვიდეოთვალი

 

 

 

 

 

 

Page 14: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 14 

 

Windows – ის ცალკეულ ოპერაციათა შესრულება კლავიატურის ცალკეული ღილაკებით ან მათი კომბინაციებით

Windows-is საცნობარო (Help) ტექსტებში სხვადასხვა ოპერაციებისათვის მოცემულია ე.წ. მყისიერი შესრულების (Shortcut) კლავიშები (ღილაკები) და მათი კომბინაციები, რომელთა ცოდნა და საჭირო შემთხვევაში გამოყენება დიდ ეფექტს იძლევა, რაშიც დარწმუნდებით მათი ხშირად გამოყენების შემთხვევაში. ქვემოთ მოყვანილ

ცხრილებში ასახულია ბევრი მათგანი.

კლავიშები (ღილაკები) ზოგადი შემთხვევებისათვის

შესრულებული ოპერაცია ღილაკები ეკრანის ასლი ბუფერში მაუსის კურსორსთან ერთად

+ Print Screen

ეკრანის ასლი ბუფერში მაუსის კურსორის გარეშე

+ Scroll Lock

კომპაქტ დისკის ჩადების დროს გამოირიცხება მისი

ავტოჩართვა

Shift როცა ვდებთ CD ROM

ფაილის ასლის შექმნა Ctrl ფაილის ჩავლება-გადატანისას ფაილის იარლიყის შექმნა Ctrl+Shift ფაილის ჩავლება-გადატანისას

ელმენტის ამოშლა კალათის გარეშე

Shift + Delete

ყველა ელემენტის არჩევა Ctrl + A ელემენტის მახასიათებლები Alt+Enter ან Alt+ (W)

მონიშნული ფოლდერისა და ყველა მისი მონათესავის

დახურვა Sift + Close Rilaki

წინა ხედის უკან დაბრუნება Alt + ← ფოლდერის ხედი ერთი

დონით მაღლა Backspase

ფანჯრის გადიდება მაქსიმალურ ზომამდე

Alt+ Spacebar+X

Page 15: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 15 

 

შესრულებული ოპერაცია ღილაკები ფანჯრის აღდგენა წინა

ზომამდე Alt+ Spacebar+R

ფანჯრის დახურვა Alt+F4 ან Alt+Spacebar+N

გადასვლა ცალკეულ

პროგრამებს შორის Alt+Esc

ფანჯრის სისტემური (მართვის) მენიუ

Alt+Spacebar

წინა ოპერაციის გამეორება F4 ერთი უბნიდან მეორეზე

გადასვლა F6

გამოყოფილი ელემენტის კონტექსტური მენიუ

Shift+F10

დავალებათა პანელზე ღილაკებზე თანმიმდევული გადაადგილება

+Tab

ძებნა (Search: For Files or Folders) ფაილებისა

+F

კომპიუტერის ძებნა (Search: Computer) ქსელში

+Ctrl+F

დახმარების სამსახური +F1 Run-ის სამსახურის ჩართვა +R სტარტმენიუს გააქტიურება სისტემის მახასიათებლების

ფანჯარა +Break

Windows Explorer –ის ჩართვა +E სამუშაო არის (Desktop)

ჩვენება +D

ყველა ფანჯრის მინიმიზირების გაუქმება

+Shift+M

ჩაკეტავს კომპიუტერს როცა იგი ქსელის Dდომეინშია

ჩართული +L

ამორჩეული ელემენტისათვის გამოიტანს კონტექსტურ

მენიუს

Page 16: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 16 

 

კლავიშები (ღილაკები) დიალოგური ფანჯრებისათვის

შესრულებულო ოპერაცია ღილაკები ცხრილის ელემენტებში

მოძრაობა წინ Ctrl +Tab

ცხრილის ელემენტებში მოძრაობა უკან

Ctrl +Shift+Tab

მოძრაობა წინ ოფციებში Tab შესრულებულო ოპერაცია ღილაკები

მოძრაობა უკან ოფციებში Shift+Tabიმ ბრძანების ან ოფციის შესრულება რომელსაც

შეესაბამება ხაზგასმული ასო Alt + ხაზგასმული ასო

აქტიური ბრძანების შესრულება ან აქტიური

ოპციის არჩევა Enter

საკონტროლო უჯრის ამორჩევა ან გაუქმება

Spacebar

ჯგუფური ოპციებიდან ერთერთის არჩევა

მიმართულების ღილაკები

დახმარების სამსახურის ჩართვა

F1

გააქტიურებულ სიაში ელემენტების დასმა

F4

გახსნის ერთი დონით მაღლა მყოფ ფოლდერს თუ

ფოლდერი არჩეულია Save As ან Open დილოგურ

ფანჯარაში

BackSpace

Page 17: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 17 

 

• Windows XP – ოპერაციული სისტემა;

Windows XP არის ოპერაციული სისტემა , რომელიც მომხმარებელ საშუალებას აძლევს საჭირობის მიხედვით გამოიყენოს შესაბამისი პროგრამული საშუალება კონკრეტული სამუშაოს ჩასატერებლად. მაგალითად საფინანსო ანგარიშისათვის ტექსტურ რედაქტორ Word-ში აკრიფოს ტექსტი და ანგარიშებისა და გრაფიკებისათვის გამოიყენოს ელექტრონული ცხრილები - Excel პროგრამის სახით, შემდეგ

ამობეჭდოს მასალა. ოპერაციულ სისტემას უკავია შუალედური ადგილი კომპიუტერულ სისტემაში:

რა არის ოპერაციული სისტემა

ოპერაციული სისტემა არის ძალზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მართავს კომპიუტერის მიერ სხვადასხვა დავალებათა თანმიმდევრულ შესრულებას, საჭიროების მიხედვით გაუშვებს ან შეაჩერებს ამა თუ იმ გამოყენებით პროგრამას, ემსახურება შეტანა-გამოტანის ოპერაციათა სწორად წარმართვას, ფაილებისა და ფოლდერების მართვას, უზრუნველყოფს პერიფერიულ მოწყობილობათა სწორად ფუნქციონირებას.

Page 18: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 18 

 

ქვემოთ მოცემული სქემა მიგვითითებს ოპერაციული სისტემის ადგილზე კომპიუტერულ სისტემაში.

ოპერაციულ სისტემათა სახეებია: Microsoft Windows, Mac OS X, and Linux Logo ვინდოუზი ითვლება ერთერთ ყველაზე გავრცელებულ ოპერაციულ სისტემად.

Windows XP არის მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი (იხილეთ დანართი) (GUI). მას გააჩნია სურათების და გრაფიკული ელემენტების სისტემა, რომლითაც ახორციელებს კომუნიკაციას მომხმარებელი კომპიუტერის სხვადასხვა რესურს შორის ან პერიფერიულ მოწყობილობებთან. კომუნიკაციის ასეთი სისტემა არის მიმზიდველი და სახალისო მომხმარებლისათვის. ამ ოპერაციულ სისტემას ახასიათებს

Page 19: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 19 

 

ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების თვისება (Multitasking -იხილეთ დანართი).

Windows XP ‐ს სამუშაო მაგიდა

ისევე როგორც ვინდოუზის წინა ვერსიები, Windows XP იყენებს სამუშაო მაგიდას (Desktop) როგორც სტანდარტული ინტერფეისს. ეს ის არეა სადაც მომხმარებელი ოპერირებს ნებისმიერი, მისთვის საჭირო ობიექტით. იქნება ეს სისტემური კომპონენტები, გამოყენებითი პროგრამები, ინტერნეტ რესურსები და სხვა.

Page 20: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 20 

 

სამუშაო მაგიდა შეიცავს:

• სტარტის ღილაკს

ერთერთი ძალზე მნიშვნელოვანი საშუალება Windows XP-თან სამუშაოდ. მისი დახმარებით იხსნება ძირითადი მენიუ და სასტარტო აპლიკაციები.

• დავალებათა პანელი (Taskbar)

დავალებათა პანელი ეს არის სამუშაო მაგიდის ქვემოთ მოთავსებული ვიწრო ზოლი. იგი შეიცავს : სტარტ მენიუს,

სწრაფჩართვის ინსტრუმენტთა პანელს (Quick Launch bar), ამ უკანასკნელში სურათზე მოჩანს სამი პროგრამის: ინტერნეტ-ძებნის, სამუშაო მაგიდის დამთვალიერებლის და პლეიერის გამოსახულებები. შეასაძლებელია მომხმარებელმა აქ დაამატოს ხშირად გამოყენებადი პროგრამების გამშვები გამოსაულებები (Icons), რათა ოპერატიულად ჩავთოთ ესა თუ ის პროგრამა.

დავალებათა პანელის მარჯვენა ნაპირში მოთავსებული ნაწილს ეწოდება აღნუსხვის არე სადაც მომხმარებლის სურვილის მიხედვით ფიქსირედება საჭირო აქსესუარები (საათი, ხმის მარეგულირებელი და სხვა).

Page 21: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 21 

 

დანარჩენი გამოსახულებები გამოჩნდებიან შესაბამისი პროგრამების გაშვების მომენტში (მაგ.: საბეჭდი მოწყობილობა)

გადართვა მომხმარებლებს შორის

კომპიუტერთან სამუშაოდ შესაძლებელია დარეგისტრირდეს რამდენიმე მომხმარებელი. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის გადართვა ხორციელდება:

• დაწკაპეთ Start menu Log Off

გამოჩნდება დიალოგური ფანჯარა, რომელიც გთავაზობთ გადართოთ სასურველ მომხმარებელზე. როგორც გადართავთ რომელიმე მომხმარებელზე, სისტემა მოითხოვს შესაბამის პაროლს (თუ ასეთი არის დაყენებული), ამის შემდეგ მუშაობა გაგრძელდება ამ კონკრეტული

მომხმარებლის სამუშაო ინტერფეისში.

კომპიუტერის გამორთვა ან რესტარტი1

დაწკაპეთ სტარტ მენიუზე : (L) Start menu Turn off Computer Turn off

შესაძლებელია კომპიუტერის რესტარტი გააკეთოთ თუ დაწკაპავთ Restart

                                                            1 კომპიუტერი თავიდან იწყებს ჩართვას ძირითადი სერვისული სისტემების გამოურთველად 

Page 22: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 22 

 

Windows XP-ის პანელები და ღილაკები

გადახვევისათვის (ზემოთ-ქვემოთ, მარცხნივ-მარჯვნივ):

• დაწკაპეთ ზემოთ გადახვევის ისარი; • დაწკაპეთ ქვემოთ გადახვევის ისარი; • დაწკაპეთ გადახვევის ისრები ყოველ დაჭერაზე ერთი გვერდით (ეკრანული

გვერდი) ზემოთ;

• დაწკაპეთ გადახვევის ისრები ყოველ დაჭერაზე ერთი გვერდით (ეკრანული გვერდი) ქვემოთ;

• დაწკაპეთ ღილაკი მიმოხილვის მენიუს გასახსნელად;

ფანჯრის ზომები, დახურვა, აღდგენა

Page 23: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 23 

 

ფანჯრის ზომების ცვლილება შესაძლებელია მაუსით (ყველა მხრიდან)”

მაუსით (მაცხენა ღილაკი დაჭერილ მდგომარეობაში) თუ ჩავავლებთ სათაურის პანელს

შეგვიძლია მისი გადაადგილება ნებისმიერ ადგილას.

რამდენიმე გახსნილი ფანჯრის ერთდროული ჩვენება

თუ დავალებათა პანელის (Task Bar) თავისუფალ ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკით ვიმოქმედებთ (R) მივიღებთ კონტექსტურ მენიუს

კონტექსტური მენიუს პუნქტი Cascad Windows საშუალებას გვაძლევს ყველა გახსნილი ფანჯარა გამოვაჩინოთ, მხოლოდ ერთმანეთზე გადაფარვით (სათაური ყველასი ჩანს). თუ დავაწკაპეთ Till Windows Horizontally -ფანჯრები განლაგდებიან ერთი მეორის თავზე. რაც შეეხება პუნქტს Till Windows Vertically – ფანჯრები გვერდი-გვერდ განლაგდებიან.

თუ გვინდა ფანჯრების განლაგება დაუბრუნდეს საწყის პოზიციას საჭიროა დავალებათა პანელის (Task Bar) თავისუფალ ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკით ვიმოქმედოთ (R)

და მიღებული კონტექსტურ მენიუდან გავააქტიუროთ Undo Till (თუ წინა მოქმედებით ასეთი ჩვენება იყო რეალიზებული. გახსნილ ფანჯრებს შორის ეფექტური (სწრაფი) გადართვა ხორციელდება

Page 24: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 24 

 

კლავიშების კომბინაციით (ერთდროული დაჭერით): Ctrl+Tab.

სავარჯიშოები:

ისწავლეთ კეთების დროს!!

• ივარჯიშეთ სტანდარტული ფანჯრის (ნებისმიერი აპლიკაციიდან2) მინიმალურ და მაქსიმალურ ზომებზე გადაყვანა. აღადგინეთ წინა ზომაზე. დახურეთ და გახსენით თავიდან.

• გადაადგილეთ ფანჯარა. ამისათვის გამოიყენეთ სათაურის ზოლი, ჩაავლეთ

მაუსით (მაუსის მარცხენა ღილაკი არის დაჭერილ მდგომარეობაში), გაასრიალეთ მაუსი და აუშვით მარცხენა ღილაკი. გააკეთედ ეს მანიპულაცია რამდენჯერმე.

• Fფანჯრის ზომის ცვლილება შეასრულეთ მაუსის მიმმართველით (Pointer), მიიტანეთ იგი ფანჯრის რომელიმე ნაპირას (შუაში ან კუთხეში), როცა იგი მიიღებს

ერთერთ ფორმას: , გაასრიალეთ მაუსი მანამ, სანამ საჭირო ზომას არ

მიიღებთ. შეასრულეთ ეს მოქმედება ფანჯრის ყოველი გვერდიდან და ოთხივე კუთხიდან.

• გახსენით რამდენიმე (დაიწყეთ ორიდან) ფანჯარა და აჩვენეთ ისინი სხვადასხვა რეჟიმში (კასაკადურად და მოზაიკურად (Till). აირჩიეთ თქვენთვის მოხერხებული ფორმა სამუშაოდ.

• ივარჯიშეთ სხვადასხვა ფანჯრებში გადასვლაზე. გამოიყენეთ მოცემულ ტექსტში (ზემოთ) მითითებული გზები.

მართვის პანელი

მართვის პანელის დახმარებით მომხმარებელს აქვს საშუალება თვითონ დააყენოს ვინდოუზის ძირითადი მახასიათებლები და ფუნქციები, დააყენოს ახალი მოწყობილობა

                                                            2 აპლიკაციის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი პროგრამა, დიალოგური ფანჯარა, ფაილი თუ ფოლდერი 

Page 25: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 25 

 

და ჩართოს ან გამორთოს ვინდოუზის გარემოში მომუშავე პროგრამები. მართვის პანელის ჩართვა ხდება შემდეგი გზებით:

1. (L) Start (L) Control Panel; 2. თუ გვაქვს კლასიკური Start Menu, მაშინ: (L) Start (L) Setting Control

Panel; 3. ჩაბეჭდეთ მისამართის დიალოგურ უჯრაში Control Panel Go

დროისა და თარიღის დაყენება

1. გახსენით Control Panel-ი; 2. (L) Date and Time;

Page 26: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 26 

 

3. ჩანართში Date & Time არეზე Date შეიძლება დააყენოთ როგორც წელი ისე თვე და რიცხვი;

4. ზონაში Time ხდება დროის დაყენება საათის ციფრული შესატყვისიდან;

ზოგადად ჩანართს, რომელსაც უყურებთ, აქვს კალენდრის ფუნქცია.

ამ დიალოგური ფანჯრის გამოტანა უფრო სწრაფად შეიძლება თუ დავალებათა პანელზე გამოტანილ დროის ფიქსაციის არეზე მაუსით ორჯერ დავაწკაპებთ ( (W) ).

დროის სარტყელის დაყენება ხდება ჩანართიდან Time Zone:

 

 

 

 

 

 

Page 27: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 27 

 

ამ ჩანართში მითითებული დროის სარტყელი (ზონა) შეესაბამება იმ კომპიუტერის ადგილმდებარეობას სადაც აკრებილია მოცემული ტექსტი.

ჩანართიდან Internet Time ხორციელდება მიმდინარე დროის სინქრონიზაცია ინტერნეტ-დროის სერვერთან.

რა არის ფაილი?

ფაილი არის გარკვეული ინფორმაციის მასივი (როგორც წესი ერთტიპიური მონაცემების სიმრავლე). ფაქტიურად კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია დამახსოვრებულია ფაილების სახით.

ყოველი ფაილს მიკუთვნებნული აქვს თავისი სახელი და სახელთან ერთად (წერტილით გამოყოფილი), როგორც წესი სამი ასო ფაილის ტიპის აღსანიშნავად ე. წ. გაფართოება. მაგალითად WordPad-ში შექმნილი ფაილის მაგალითია - “ ღიაწერილი.Doc”.

სხვასხვა ტიპის ფაილის გაფართოებების მაგალითებია:

• doc: Word ან WordPad დოკუმენტი (Word 2007-ში-docx); • txt : Notepad ტექსტური ფაილი; • eml: Email ფაილი; • xls : Excel -ის წიგნი; • htm ან html - HTML

(Hyper Text Markup Language) ფაილი;

• ppt : Power Point -ის პრეზენტაცია;

• mbd : Access მონაცემთა ბაზა;

პროგრამული ფაილების გაფართოებების მაგალითებია: - exe, com, bat და სხვა.

Page 28: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 28 

 

იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ფაილზე წარმოდგენას გვაძლევს კონრექსტური მენიუ, მიღებული ფაილის ხატულაზე მაუსის მარჯვენა ღილაკით ზემოქმედება - (R) . : სურათზე წარმოდგენილი ოპერაციების შესრულების დეტალები გარჩეული იქნება მომდევნო მასალაში. ბევრი ამ ოპერაციებიდან შესაძლებელია ცნობილი იყოს მკითხველისათვის. მარჯვენა მხარეს გახსნილი ქვემენიუ მიუთითებს იმ შესაძლო

პროგრამებზე, რომლებშიაც შეიძლება გახსნილ იყოს მოცემული ფაილი (ფაილის მაგალითად აღებულია MS Word-ის დოკუმენტ- ფაილი. ქვემოთ მოტანილი ფრაგმენტში ნაჩვენებია მოცემული ფაილის გადაგზავნის შესაძლო ადრესატები.

ფოლდერი

Page 29: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 29 

 

ფოლდერის ცნება დაკავშირებულია ცალკეული ფაილების ორგანიზებასთან: დაჯგუფებასთან (მაგალითად ერთნაირი ტიპის), მათი ერთად განთავსების პრინციპთან. ფოლდერში მოწესრიგებულად განლაგდება მომხმარებლის სურვილის მიხედვით

გარკვეულ ფაილთა ჯგუფი, სხვადასხვა სახით (ჩვენებისა და მოწესრიგებულობის მიხედვით). გავეცნოთ Windows XP ერთერთ ძირითად სამუშაო ფოლდერს: My Documents

ფოლდერის შექმნა, სახელის გადარქმევა და წაშლა

გარკვეულ პირობებში შესაძლებელია ფოლდერი შეიქმნას არსებული ფოლდერის შიგნით. ახალი ფოლდერის შესაქმნელად My Documents ფოლდერში:

• გახსენით My Documents ;

Page 30: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 30 

 

• აირჩიეთ File New Folder;

• My Documents - ში გამოცნდება ხატულა • ჩაწერეთ რაიმე სახელი ნაცვლად New Folder-სა და დაწკაპეთ Enter.

ან:

• გახსენით My Documents ; • აირჩიეთ Make a New Folder მენიუდან File and Folder Task

ფოლდერისათვის სახელის გადასარქმევად:

• გახსენით My Documents ; • (R) ფოლდერის ხატულაზე; • აირჩიეთ Rename; • ფოლდერის სახელი ლურჯად გაფერადდება (მზად არის სახელის შესაცვლელად); • ჩაბეჭდეთ ახალი სახელი და დააჭირეთ Enter-ს.

ფოლდერის წასაშლელად:

• (R) ფოლდერის ხატულაზე; • აირჩიეთ Delete; გამოჩნდება

დასტურის დიალოგური ფანჯარა:

• აირჩიეთ Yes.

Page 31: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 31 

 

ფოლდერის პრამეტრები აქ განთავსებულ ფოლდერის პარამეტრების ძირითად ჩანართში ალტერნატიულ საკონტროლო უჯრებში მოინიშნება სასურველი პარამეტრები. ამ მაგალითში მონიშნულია: ”აჩვენე მიმდინარე დავალება”, ”ყოველი ფოლდერი გახსენი იმავე ფანჯარაში”, ”ელემენტის გასახსნელად ორჯერ დააწკაპე”.

სანამ განვიხილავთ ფოლდერის მახასიათებლების შემდეგ ჩანართს აღვწეროთ ალგორითმი თუ როგორ უნდა დავმალოთ ფოლდერში მყოფი ნებისმიერი ფაილი: ფაილის დასამალად უპირველესად ვიმოქმედოთ ფაილზე (იგულისხმევა ფაილის ხატულაზე) მაუსის მარჯვენა ღილაკით (R) კონტექსტურ მენიუში Properties გამოჩენილ დიალოგურ ფანჯარაში ჩანართი General მოვნიშნოთ საკონტროლო უჯრა Hiden OK. ამ ქმედებებით ფაილს მიენიჭა დამალვის თვისება, მაგრამ რომ დაიმალოს აუცილებელია იმ ფოლდერს, სადაც ის მდებარეობს მიენიჭოს თვისება ასეთი ფაილების დამალვისა. ამისათვის ვხსნით ფოლდერის პარამეტრების ჩანართს. გზა:

გახსენით ფოლდერი Tools Properties View :

ამ დიალოგურ ფანჯარაში ქვემოთ უნდა მოინიშნოს (როგორც ნაჩვენებია) საკონტროლო უჯრა Do not show hidden files and folders.

გარდა აღნიშნულისა დიალოგური ფანჯრის ზედა ნაწილში შესაძლებელია ის პარამეტრები, რომლებიც დავაყენეთ მოცემულ ფოლდერში გავავრცელოთ ყველა სხვა ფოლდერზე.

მომდევნო ადგილას მოცემულია ბევრი ისეთი მახასიათებელი, რომლებიც მართალია ქართულად არ არის ახსნილი, მაგრამ ვფიქრობთ ადვილი მისახვედრი იქნება მონდომებული მომხმარებლისათვის.

შესაძლებელია გაუქმდეს ყველა შეტანილი ცვლილება პარამეტრებში და დარჩეს სტანდარტულად მოცემული. ეს შეიძლება თუ ვიმოქმედებთ ღილაკზე: Restore Defaults.

თუ საჭიროა ნახოთ რა ტიპის ფაილები (რა გაფართოებებით), ან დაამატოთ სხვა გაფართოების მქონე ფაილები, მაშინ უნდა გაიხსნას ჩანართი File Types:

აქ მოტანილია მხოლოდ დიალოგური ფანჯრის ფრაგმენტი.

Page 32: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 32 

 

ჩანართი Offline Files ინფორმაციული ხასიათისაა, რომელიც გვამცნობs, რომ შესაძლებელია ე.წ. Offline (ქსელის გარეშე მომუშავე) ფაილების გამოყენება, მაშინაც კი როდესაც თქვენ არ ხართ ქსელში ჩართული.

დავალებათა პანელის გაწყობა

მომხმარებლის მიერ დავალებათა პანელის და სტარტ მენიიუს პარამეტრების დაყენება ხორციელდება შემდეგი გზით:

1. (R) დავალებათა პანელის თავისუფალ ადგილას; 2. Properties; 3. Taskbar;

მივიღებთ აქ მოტანილ სურათს. ილუსტრაციას თან ახლავს ქართული თარგმანი. შესაბამისი საკონტროლო უჯრების მონიშვნის ან მონიშვნის გაუქმების გზით შესაძლებელია ამა თუ იმ მახასიატებლის ჩართვა და უგულვებელყოფა.

ამავე დიალოგური ფანჯრის მეორე ჩანართიდან მომხმარებელს საშუალება ეძლევა მისთვის მისაღები სტარტ მენიუს სტილი, ახლებური თუ წინა ვერსიებიდან:

Page 33: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 33 

 

მომხმარებლის მიერ სხვადასსხვა პარამეტრების დაყენება (Customize)

თუ გამოვიყენებთ უკანასკნელ ილუსტრაციაზე მოცემულ დიალოგურ ფანჯარას, შეგვძლია რამდენიმე პრაქტიკულად პარამეტრი დავაყენოთ. როგორც უკვე იყო აღნიშნული, მითითებული დიალოგური ფანჯრის გამოძახება ხდება შემდეგი გზით:

1. (R) დავალებათა პანელის თავისუფალ ადგილას; 2. Properties; 3. Taskbar; ამის შემდეგ ვაგრძელებთ მუშაობას იგივე დიალოგურ ფანჯარაში:

Page 34: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 34 

 

4. Customize:

თუ გავაგრძელებთ სხვა პარამეტრთა დაყენებას და გავააქტიურებთ Advanced-ს მივიღებთ დიალოგურ ფანჯარას: სადაც მომხმარებლის სასურველ პარამეტრებზე შესაძლებელია განხორციელდეს მითითებული ცვლილებები.

Page 35: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 35 

 

ეკრანის პარამეტრების დაყენება მომხმარებლის მიერ

პარამეტრების დაყენება იწყება ეკრანის თავისუფალ ადგილას მაუსის მარჯვენა ღილაკის წკაპით ( (R) ) Properties :

პროგრამის (ფაილის, ფოლდერის) ხატულა - აღმნიშვნელი (Icon)

ჩანართი დანიშნულება

Themes სტანდარტულად შემოთავზებული განაწყობები

Desktop ეკრანის გამოსახულებათა სხვადასხვა ვარიანტები

Screen Saver

ეკრანის დასვენების რეჟიმების ვარიანტები

Appearence ფანჯრის დიზაინის დამუშავება

Settings სხვა პარამეტრების (ეკრანის გამომსახვ., ფერთა პალიტრა და სხვა) დაყენება

Page 36: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 36 

 

ვინდოუზის სამუშაო არეზე გამოჩენილი მცირე ზომის ნახატი (სიმბილო). ხატულების მაგალითებია ფოლდერები My computer, Recycle Bin და სხვა .ფოლდერის გამომსახველი ხატულა განსხვავებული სახისაა

ხატულა საშუალებას გვაძლევს გავხსნათ ესა თუ ის ფაილი ან ფოლდერი. რაც შეეხება მათ სწრაფად გახსნას და განთავსებას ნებისმიერ, მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ადგილას მნიშვნელოვანი ადგილის (ტევადობის )

დაკავების გარეშე გამოიყენება ე.წ. მალემხმობები (Shortcuts), რომლებიც მხოლოდ იმით განსხვავდება ხატულასაგან, რომ მარცხენა ქვედა კუთხეში აქვთ ისარი. მას აქვს შესაძლებლობა ფაილის გახსნისა, იგი შეიძლება განვათავსოთ ნებისმიერ აპლიკაციაში და წავშალოთ ისე, რომ თვითონ ფაილს

(პროგრამას) არაფერი მოუვიდეს. მაგალითად აქ ნაჩვენები მალემხმობი შეიძლება განვათავსოთ ვორდის დოკუმენტში.

დანართი

რა არის ინტერფეისი

Page 37: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 37 

 

ინტერფეისი ეს არის ორ დამოუკიდებელ სისტემას შორის ურთიერთობის არე, რომელზეც ხორციელდება კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა. კომპიუტერულ

ტექნოლოგიაში ინტერფეისის სხვასხვა ფორმა არსებობს:

• მომხმარებლის ინტერფეისი: კომპიუტერული სისტემის კლავიატურა, მაუსი, მენიუ, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება კომუნიკაცია ოპერაციულ

სისტემასთან;

• პროგრამული - Software (სოფთვეა) ინტერფეისი: ენები და კოდური სისტემები, რომლითაც გამოყენებითი ელემენტები ახორციელებენ კომინიკაციას ერთმანეთს შორის

• მოწყობილობათა - Hardware (ჰარდვეა) ინტერფეისი: სხვადასხვა სადენები, ჩამრთველები და ბუდეები მოწყობილობათა შესაერთებლად;

მრავალი დავალების ”ერთდროული” შესრულება

კომპიუტერულ ტექნოლოგიებში რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულება ნიშნავს ისეთ პროცესს, როცა ხდება საერთო რესურსის (მაგალითად ცენტრალური პროცესორული მოწყობილობის -ცპმ) ერთდროული გამოყენება რამდენიმე დავალების მომსახურებისათვის. ერთპროცესორიან კომპიუტერებში დროის ფიქსირებულ მომენტში ხორციელდება ერთი დავალების (რომელიც გაშვებულია შესრულებაზე) მომსახურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მომენტში ცპმ დაკავებულია ამ კონკრეტული დავალების შესასრულებლად. დავალებათა მომსახურება ხორციელდება გარკვული განრიგის მიხედვით - ყოველ მოცემულ მომენტში ერთი დავალება, მომდევნოში კი მეორე დავალება (ლოდინის რეჟიმში მყოფი), ხდება ცპმ-ს ე.წ. კონტექსტური გადართვები. როცა ასეთი გადართვები (დავალებიდან დავალებაზე) საკმაოდ მაღალი სიხშირით ხორციელდება იქმნება პარალელიზმის ილუზია. თუ კომპიუტერი აღჭურვილია ერთზე მეტი ცპმ-თი (ასეთებია მულტიპროცესორული კომპიუტერები) აღწერილი პროცესით ხორციელდება გაცილებით მეტი დავალების ერთდროული მომსახურება.

Page 38: WINDOWS - SANGUsangu.ge/templates/Gemini/images/Windows.pdf · WINDOWS ა.ძოძუაშვილი Page 4 3) ”ხელში დასაჭერი” (handheld) კომპიუტერი,

WINDOWS 

 

ა.ძოძუაშვილი  Page 38 

 

ოპერაციულ სისტემებში არსებობს დავალებათა მომსახურების განრიგების სამი ძირითადი სტრატეგია:

• მულტიპროგრამული სისტემები - სადაც შესასრულებელი დავალების მომსახურება ხდება მანამ, სანამ არ დგება აუცილებლობა გარე პროცესზე გადართვისა (მაგალითად წაკითხვა დაბეჭდვამდე) ან ცპუ იძულებით არ გამოცვლის დავალებას.

• დროის დაყოფის სისტემები - სადაც მაგალითად ინტერაქტიურ მომხმარებლებს შორის ხდება რესურსების განაწილება (ტერმინალების დონეზე).

• რეალური დროის რეჟიმში მომუშავე სისტემები - როცა რომელიმე მომლოდინე დავალებას ეძლევა დაუყოვნებლივი მომსახურების გარანტია გარეგანი მოთხოვნის შემთხვევაში. ასეთი სისტემების დაპროექტება დაკავშირებულია მექანიკური მოწყობილობათა სამართავად, როგორებიცაა სამრეწველო რობოტები და საერთოდ საწარმოო პროცესები.